---
title: "მუხლი 107 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/107"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "107"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 107 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 107 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/107

1. თუ სვლის გზაზე გამოვლინდა გამყოლთა თანმხლებით მიმავალი ვაგონების ტექნიკური უწესივრობა და ამ ვაგონების შემდგომი მსვლელობა შეუძლებელია მოცემულ მატარებელთან ერთად , ასეთი ვაგონები უნდა მოიხსნას .

2. თუ ვაგონი დაზიანდა ტვირთგამგზავნის ან გამყოლის მიზეზით , დგება ვუ -25 მ ფორმის ვაგონის დაზიანებისა და საერთო ფორმის აქტები . თუ გამყოლი არ ეთანხმება ვაგონის დაზიანების შესახებ აქტის შინაარსს იგი აქტს ხელს აწერს თავისი შენიშვნით და აღნიშნავს უთანხმოების მიზეზს . ვაგონის დაზიანების აქტის პირველი ეგზემპლარი დაერთვის გადაზიდვის დოკუმენტებს , დანიშნულების სადგურში ტვირთმიმღებისათვის გადასაცემად , ან დამატებით გასაგზავნ საგზაო უწყისს , თუ დაზიანებული ვაგონი ჯგუფური გზავნილის შემადგენლობაში მიდიოდა . დამატებით საგზაო უწყისში , ტვირთის დასახელების ქვეშ ან ზედნადების მეორე მხარეზე არსებულ მე -5 გრაფაში „ რკინიგზის აღნიშვნები “ მიეთითება ვაგონის დაზიანების აქტის ნომერი , მისი შედგენის თარიღი და მიზეზი . ვაგონის დაზიანების აქტის მეორე ეგზემპლარი დაერთვის ვაგონის დაზიანების ანგარიშს , რომელსაც რკინიგზა ასანაზღაურებლად წარუდგენს ტვირთმიმღებს . ვაგონის დაზიანების აქტის მესამე ეგზემპლარი რჩება სადგურში , სადაც მოიხსნა ვაგონი . აქტების საჭირო რაოდენობა განსაზღვრულია ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესით .

3. თუ ვაგონთა ჯგუფი , რომლის შემადგენლობაშიც აღმოჩნდა ტექნიკურად უწესივრო ვაგონი , მიდიოდა რამდენიმე გამყოლის თანხლებით , ერთი გამყოლი რჩება ამ ვაგონთან , ხოლო , თუ ვაგონთა ჯგუფი მიდიოდა ერთი გამყოლის თანხლებით , მაშინ დააკავებენ ვაგონთა მთელ ჯგუფს , სანამ არ აღმოიფხვრება მის შემადგენლობაში არსებული ვაგონის ტექნიკური უწესივრობა . თუ ვაგონის ტექნიკური უწესივრობის აღმოსაფხვრელად ტვირთი მეორე ვაგონშია გადატანილი , ამის შესახებ კეთდება აღნიშვნა გადაზიდვის დოკუმენტებში ან დამატებით საგზაო უწყისში .

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/106.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/108.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
