---
title: "მუხლი 137 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/137"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "137"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 137 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 137 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/137

1. ნაკრები ვაგონის (კონტეინერის) დატვირთვისას საერთო სარგებლობის ადგილებში, სადგურის უფლებამოსილი მუშაკი თვალს ადევნებს წვრილმანი გზავნილებით წარმოდგენილი ტვირთის სწორ განთავსებას.

2. წვრილმანი გზავნილი, რომელიც გაივლის მახარისხებელ სადგურს, დახურულ ვაგონებში უნდა განთავსდეს ერთ-ერთ ტორსულ კედელთან, რათა ტვირთის დახარისხების დროს შესაძლებელი იყოს მისი ამ გაგზავნისადმი კუთვნილების შემოწმება. სხვადასხვაგვარ შეფუთვაში მოთავსებული ან შეუფუთავი ტვირთი უნდა განლაგდეს ისე, რომ ერთობლივი გადაზიდვისას გამოირიცხოს მისი დაზიანება.

3. წვრილმანი გზავნილების ჩატვირთვისას რეკვიზიტების დაყენებასა და მოხსნას, აგრეთვე ვაგონების (კონტეინერების) ბორტების, ლუკებისა და კარებების გახსნა-დახურვას ახორციელებს რკინიგზა.

4. თუ წვრილმანი გზავნილები გადაიზიდება ღია მოძრავ შემადგენლობაზე, ტვირთი ვაგონში იმგვარად უნდა განთავსდეს, რომ ცალკეული გზავნილების გადმოტვირთვისას გზად მდებარე სადგურებში საჭირო არ გახდეს დანარჩენი ტვირთის გადაადგილება. ტვირთი უნდა იყოს დამაგრებული ვაგონებსა და კონტეინერებში ტვირთის დამაგრებისა და განთავსების ტექნიკური პირობების შესაბამისად.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/136.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/138.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
