---
title: "მუხლი 138 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/138"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "138"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 138 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 138 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/138

1. საერთო სარგებლობის ადგილებში წვრილმანი გზავნილების ჩატვირთვის დამთავრებისთანავე, გაგზავნის სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ამოწმებს ვაგონში (კონტეინერში) ჩატვირთული გზავნილების რაოდენობას, წონასა და ადგილს; სავაგონო ფურცელში წერილობით მიუთითებს გზავნილების საერთო რაოდენობას და ხელს აწერს მას; იგი აგრეთვე ვალდებულია, თითოეული ვაგონის (კონტეინერის) მიხედვით შეაგროვოს მცირე გზავნილების ზედნადებები და გადასცემს ეს დოკუმენტები გაგზავნის სადგურის სატვირთო სალაროს.

2. პირდაპირი ნაკრები კონტეინერის სავაგონო ფურცელს სადგური ავსებს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება წვრილმანი საკონტეინერო გზავნილების საწყობში, მეორე კი, თან ერთვის გასაგზავნ კონტეინერში ჩატვირთული ყველა წვრილმანი გზავნილის გადაზიდვის დოკუმენტებს.

3. კონტეინერის (ვაგონის) კარებების დაკეტვის შემდეგ სადგურის უფლებამოსილი მუშაკი პლომბავს მას საკეტ-საპლომბი მოწყობილობით, აღნიშნავს მის მონაცემებს სავაგონო ფურცელსა (ნაკრები ვაგონისთვის) და გუ-37 ფორმის დავთარში და ამოწმებს ხელმოწერით.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/137.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/139.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
