---
title: "მუხლი 140 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/140"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "140"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 140 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 140 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/140

1. გაგზავნის სადგურში წვრილმანი გზავნილების დაჯგუფების პირობები განისაზღვრება დახურულ ვაგონსა და ღია მოძრავ შემადგენლობაზე წვრილმანი გზავნილების ფორმირების საქსელო და საგზაო გეგმებით . წვრილმანი გზავნილები იმგვარად უნდა დაჯგუფდეს , რომ უზრუნველყოფილ იქნეს რაც შეიძლება მეტი ნაკრები ვაგონის ( კონტეინერის ) ფორმირება .

2. წვრილმანი გზავნილებით სხვადასხვა დანიშნულების სადგურში გადასაზიდი ტვირთი ნაკრები დახურული ვაგონებიდან გადმოიტვირთება საერთო სარგებლობის ადგილებში.

3. წვრილმანი გზავნილებით მიტანილი ტვირთის გადმოსატვირთად სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ვაგონის (კონტეინერის) გახსნის წინ ამოწმებს საკეტ-საპლომბი მოწყობილობის სისწორეს და ხსნის მას.

4. თითოეული მცირე გზავნილის გადმოტვირთვა ხორციელდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის თანდასწრებით, რომელიც ამოწმებს ტარას და/ან შეფუთვას, ასევე გადმოსატვირთი ტვირთის შესაბამისობას სავაგონო ფურცლისა და ზედნადების მონაცემებთან.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/139.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/141.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
