---
title: "მუხლი 141 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/141"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "141"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 141 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 141 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/141

1. წვრილმანი გზავნილებით გადაზიდული ტვირთის გადმოტვირთვისას სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ამოწმებს, რომ ამ სამუშაოს შესასრულებლად განკუთვნილ საერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთი დაიწყოს აკურატულად, დაუზიანებლად, აგრეთვე უზრუნველყოფილი იქნეს ვაგონის (კონტეინერის) უვნებლობა.

2. საერთო სარგებლობის ადგილებში გადმოტვირთული წვრილმანი გზავნილები აღინიშნება თარიღის, გაგზავნის ნომრისა და ადგილების რაოდენობის მითითებით. მონაცემები გადმოცლილი ტვირთის შესახებ სადგურის უფლებამოსილ მუშაკს შეაქვს ტვირთის გადმოცლის დავთარში.

3. წვრილმანი გზავნილების საერთო სარგებლობის ადგილებში გადმოტვირთვისას ტვირთის დარჩენილ ადგილებს ამაგრებს და გადაადგილებს რკინიგზა.

4. ვაგონის გადმოტვირთვის შემდეგ სადგურის უფლებამოსილი მუშაკი სავაგონო ფურცელში აღნიშნავს გადმოტვირთვის დასრულების თარიღს, ხელს აწერს მას და გადასცემს დანიშნულების სადგურის სატვირთო სალაროს.

5. სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ასევე ვალდებულია, შეამოწმოს ვაგონში (კონტეინერში) დარჩენილი, სხვა სადგურებისათვის განკუთვნილი წვრილმანი გზავნილების ადგილების რაოდენობა, მათი განთავსებისა და დამაგრების სისწორე, შესაბამისი აღნიშვნების არსებობა და შეადგინოს ახალი სავაგონო ფურცელი.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/140.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/142.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
