---
title: "მუხლი 153 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/153"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "153"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 153 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 153 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/153

1. ტვირთის გადაზიდვა კონტეინერში იმ სადგურებსა და პორტებს შორის, რომელიც აღჭურვილია კონტეინერების დასამუშავებლად საჭირო ტექნიკური საშუალებებით, ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კონტეინერებით ერთობლივი სარგებლობის წესი განისაზღვრება მათ მფლობელთა შეთანხმებით.

2. ზედნადების მე-3 გრაფაში „ტვირთგამგზავნის განსაკუთრებული აღნიშვნები და შენიშვნები” ტვირთგამგზავნმა უნდა აღნიშნოს: „----------------(დანიშნულების ქვეყნის დასახელება) წყლის ტრანსპორტით გადასაზიდად”.

3. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ტვირთგამგზავნი ქონებრივად აგებს პასუხს ზედნადებში შეტანილი მონაცებების უტყუარობასა და არასწორი ან არასრული მონაცემების მითითებით გამოწვეულ შედეგზე.

4. თუ საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში დატვირთული კონტეინერები წარმოდგენილია კომპლექტებად (კონტეინერების ჯგუფები) და იგზავნება სვლის გზაზე დაუხარისხებლად ერთი დანიშნულების სადგურში, ზედნადები ფორმდება თითოეულ დატვირთულ კონტეინერზე.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/152.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/154.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
