---
title: "მუხლი 154 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/154"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "154"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 154 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 154 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/154

1. თუ წვრილმანი გზავნილების ტვირთი კონტეინერში გადასაზიდად მიღებულია საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში, გადაზიდვა დაიშვება ერთ კონტეინერში ერთ დანიშნულების სადგურში გადმოსაცლელად, ტვირთის შუალედური დახარისხების გარეშე (შემდგომ – პირდაპირი ნაკრები კონტეინერი). წვრილმანი გზავნილების ჩატვირთვისას თითოეულ პირდაპირ ნაკრებ კონტეინერში, ექსპედიტორი თავისი ხარჯით ავსებს გუ-29კ ფორმის ზედნადებს, ამ წესების დანართში გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად და ზედნადების წინაპირის ზედა ნაწილის გრაფაში „გზავნილების ფორმა” დიდი ასოებით აღნიშნავს „პნკ”, რაც შემოკლებით ნიშნავს „პირდაპირი ნაკრები კონტეინერი“. ამ შემთხვევაში, პირდაპირ ნაკრებ კონტეინერში ჩატვირთულ ტვირთს ექსპედიტორი ათავსებს კონტეინერის შიგნით, რაზეც მიუთითებს ზედნადების შესაბამის გრაფაში.

2. რკინიგზის მიერ პირდაპირი ნაკრები კონტეინერის ფორმირებისას, სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ავსებს კონტეინერის თანმხლებ ფურცელს, რომელსაც ერთვის კონტეინერებში განლაგებულ წვრილმან გზავნილებზე გაფორმებული ზედნადებები,

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/153.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/155.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
