---
title: "მუხლი 160 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/160"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "160"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 160 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 160 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/160

1. ექსპედიტორს, რომელსაც სადგურთან დადებული აქვთ შესაბამისი ხელშეკრულება, კონტეინერები სადგურში შემოაქვს და გააქვს სადგ უ რიდან კეუ-16 ფორმის განწესის საფუძველზე, რომელსაც სადგური სამ ეგზემპლარად აფორმებს. განწესის ნომრად მიეთითება ტვირთის გასაგზავნად მიღების დავთრის ან ტვირთის გადმოტვირთვის დავთრის მიხედვით დადგენილი რიგითი ნომერი. ამავე განწესის შესაბამისად ხორციელდება ტვირთმიმღების, ტვირთგამგზავნისა და ექსპედიტორის მიერ კონტეინერებით სარგებლობის დროის აღრიცხვა. ამ მიზნით კეუ-16 ფორმის განწესში მითითებული უნდა იყოს კონტეინერების ნომრები. ამ შემთხვევაში, მისასვლელ ლიანდაგზე კონტეინერებიანი ვაგონების ჩამოყენებისას კეუ-16 ფორმის განწესი ფორმდება კონტეინერებიანი ვაგონის ჩამოყენებისა და დაწმენდა-დასუფთავების უწყისთან ერთად.

2. იმპორტული საქონლის მიღებისას კეუ-16 ფორმის განწესი, ზედნადებთან ერთად, გადაეცემა საბაჟო ორგანოს, რომელიც ემსახურება დანიშნულების სადგურს. ტვირთის გაშვებისას, საბაჟო ორგანო ზედნადებსა და კეუ-16 ფორმის განწესში დაუსვამს დადგენილი ფორმის შტამპს.

3. დატვირთული ან ცარიელი კონტეინერის გაცემისას ან სადგურში მათი დაბრუნებისას, სადგურის უფლებამოსილი მუშაკი განწესის შესაბამის გრაფაში აღნიშნავს კონტეინერის გაცემისა და დაბრუნების თარიღსა და დროს. ეს აღნიშვნები მოწმდება მისი და ექსპედიტორის ხელმოწერით. განწესის ორი ეგზემპლარი, კონტეინერთან ერთად, გადაეცემა ექსპედიტორს, განწესის ერთი ეგზემპლარი კი, რჩება სადგურში ან საკონტეინერო მოედანზე.

4. რკინიგზის უფლება-ვალდებულებებს იმ კონტეინერის მიმართ, რომელიც სხვისი საკუთრებაა, არეგულირებს კონტეინერის მესაკუთრესა და რკინიგზას შორის დადებული კონტეინერებით ერთობლივი სარგებლობის ხელშეკრულება.
თავი XV
ტვირთის სპეციალიზებულ კონტეინერებში გადაზიდვის წესი

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/159.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/161.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
