---
title: "მუხლი 166 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/166"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "166"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 166 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 166 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/166

1. სარკინიგზო ბაქანსა ან ნახევარვაგონზე განლაგებულ თითოეულ სპეციალურ კონტეინერზე ტვირთგამგზავნი ვალდებულია, შეავსოს გუ-29კ ფორმის ზედნადები, ტვირთის უნივერსალურ კონტეინერებში გადაზიდვის წესის შესაბამისად.

2. ზედნადების თითოეულ ბლანკზე , გრაფაში „ გაგზავნის ტიპი ” აღინიშნება სპეციალური კონტეინერის აბრევიატურა „ სკ ”.

3. თუ ტექნიკური პირობებით დადგენილი არ არის გარკვეული ტიპისა და ბრუტო წონის სპეციალიზებული კონტეინერების განლაგება-დამაგრების მოთხოვნები, ზედნადებში ტვირთგამგზავნი აღნიშნავს, რომ კონტეინერი განლაგებული და დამაგრებულია დამტკიცებული ნახაზის შესაბამისად.

4. საფრთხეშემცველი ტვირთის სპეციალიზებულ კონტეინერებში გადაზიდვის ან გადაზიდვის შემდეგ ცარიელი სპეციალიზებული კონტეინერების დაბრუნებისას, გადაზიდვის საბუთები შეივსება რკინიგზით საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის შესაბამისად.

5. თუ ცარიელი სპეციალიზებული კონტეინერები გადაიზიდება სავაგონო ან მცირე გზავნილებით, ზედნადებში აღინიშნება სპეციალიზებული კონტეინერის აბრევიატურა და ყველა ცარიელი კონტეინერის საერთო წონა.

6. საქართველოდან მიმავალ სპეციალიზებულ კონტეინერებზე შეივსება „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შეთანხმების” ზედნადები.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/165.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/167.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
