---
title: "მუხლი 174 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/174"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "174"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 174 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 174 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/174

1. გადასაზიდად წარდგენამდე­­ ტვირთგამგზავნი პაკეტზე აკეთებს გამგზავნის, სპეციალურ და სარკინიგზო ნიშანდებას. თუ პაკეტში არსებულ თითოეულ სატვირთო ადგილზე არის ტვირთგამგზავნის ნიშანდება, რომელიც ხელმისაწვდომია ვიზუალური კონტროლისთვის, სატვირთო ადგილის გაუხსნელად, პაკეტზე ამგვარი ნიშანდება აუცილებელი არ არის.

2. ტვირთის თვისებები, აგრეთვე დატვირთვა-გადმოტვირთვისა და სასაწყობო სამუშაოს შესრულებისას მისი გადაადგილების წესი, აღინიშნება ტექსტის ან ნახატის სახით შესრულებული სპეციალური ნიშანდებით.

3. თუ ტვირთი გადაიზიდება სავაგონო გზავნილებით, სარკინიგზო ნიშანდებას პაკეტზე აკეთებს ტვირთგამგზავნი, – ტვირთის გადასაზიდად წარდგენამდე, ხოლო, თუ ტვირთი გადასაზიდად წარდგენილია წვრილმან გზავნილებად, – გაგზავნის სადგური, ტვირთის გადასაზიდად მიღებისას.

4. სარკინიგზო ნიშანდება კეთდება წილადი რიცხვის სახით, რომლის მრიცხველში ტვირთის გასაგზავნად მიღების დავთრის მიხედვით მიეთითება სადგურის მიერ შეტყობინებული რიგითი ნომერი და ტირეთი გზავნილში პაკეტების რაოდენობა, ხოლო მნიშვნელში – გაგზავნის სადგურის კოდი.

5. გამგზავნისა და სარკინიგზო ნიშანდება პაკეტზე კეთდება ჩამოურეცხავი საღებავით ან მასზე მჭიდროდ მიმაგრებული იარლიყით.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/173.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/175.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
