---
title: "მუხლი 178 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/178"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "178"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 178 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 178 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/178

1. გადაზიდვის დოკუმენტების შევსებისას პაკეტებად გადასაზიდ ტვირთზე, ზედნადების, საგზაო უწყისის, საგზაო უწყისის ყუისა და ტვირთის მიღების ქვითრის შესაბამის გრაფაში ტვირთგამგზავნი და რკინიგზა აღნიშნავენ:
ა) გრაფაში „ადგილების რაოდენობა”: მრიცხველში – პაკეტების რაოდენობას, მნიშვნელში – პაკეტებში სატვირთო ადგილების საერთო რაოდენობას, თუ ტვირთი გადასაზიდად მიღებულია ადგილების დათვლით;
ბ) გრაფაში „ტვირთის დასახელება” – „პაკეტს”;
გ) გრაფაში „ტვირთის წონა” – ტვირთის ბრუტო წონას, ხოლო ნაკრები გზავნილების გადაზიდვისას, რომელიც რამდენიმე დასახელების ტვირთისაგან შედგება – თითოეული დასახელების ტვირთის წონას;
დ) წვრილმანი გზავნილების პაკეტებად გადაზიდვისას, რომელიც ქვეშის გამოყენებით სრულდება, გრაფაში „ტვირთის მასა”: მრიცხველში – პაკეტის ბრუტო წონას, მნიშვნელში – პაკეტის ნეტო წონას, ქვეშის წონის გაუთვალისწინებლად.

2. პაკეტებში მოთავსებულ ტვირთს რკინიგზა გადასაზიდად იღებს საერთო სარგებლობის ადგილებში, პაკეტში ტვირთის რაოდენობის შეუმოწმებლად
3. დანიშნულების სადგურში დაზიანებული პაკეტის აღმოჩენისას, თუ იგი გადმოტვირთულია რკინიგზის მიერ, სადგური ვალდებულია შეამოწმოს პაკეტის შიგთავსი, ხოლო დაზიანებულ ადგილებში – ტვირთის რაოდენობა, წონა და მდგომარეობა ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით. შემოწმების შედეგები ფორმდება ტვირთის გადაზიდვისას აქტების შევსების წესის შესაბამისად.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/177.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/179.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
