---
title: "მუხლი 183 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/183"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "183"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 183 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 183 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/183

1. ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთის გადასაზიდად წარდგენამდე უზრუნველყოს ავტოტრაქტორის ტექნიკის კაბინების, სალონების კარების, ძარების, კაპოტის, ნაკვეთურებისა და საბარგულების ჩაკეტვა ან ჩარაზვა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, აღჭურვოს ისინი დამატებითი საკეტ-საპლომბი მოწყობილობით და დაპლომბოს.

2. ტვირთმგზავნი ადგენს საინფორმაციო ფურცელს, რომელიც მაგრდება კაბინის მინის შიდა მხარეზე და მასში აღინიშნება ავტოტრაქტორის ტექნიკის ავზში არსებული დასაშვები რაოდენობის საწვავის დასახელება და მარკა (5 ტ-მდე ტვირთამწეობის ტექნიკისთვის ავზში საწვავის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 ლ-ს, 5 ტ-ზე მეტი ტვირთამწეობისა – 15 ლ-ს), პლომბების, სათადარიგო ნაწილებისა და ინსტრუმენტის ყუთების რაოდენობა, მათი განლაგების ადგილი, მოხსნილი მაქომპლექტებელი დეტალების სია, ნაკლული დეტალების ნუსხა უკომპლექტო მოწოდებისას, ხოლო, თუ ტვირთი გადაიზიდება გამგზავნის მარშრუტებით და ვაგონთა ჯგუფებით, აგრეთვე მიეთითება „ინსტრუმენტი, მაკომპლექტებელი დეტალები და კვანძები არ ჩაწყობილა”.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/182.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/184.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
