---
title: "მუხლი 184 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/184"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "184"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 184 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 184 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/184

1. ავტოტრაქტორის ტექნიკის გადასაზიდად მომზადების წესს (შემდგომ – შეთანხმებული წესი), ტექნიკის თითოეული მარკის მიხედვით, სათანადო ნორმატიულ-ტექნიკური მოთხოვნების დაცვით შეიმუშავებს ტვირთგამგზავნი და ათანხმებს მას რკინიგზასთან. შეთანხმებული წესით, რომლის ასლი უნდა ინახებოდეს დატვირთვის სადგურში, განსაზღვრული უნდა იყოს მსხვრევადი დეტალების დაცვის ხერხი, ადვილად მოსახსნელი მაკომპლექტებელი დეტალების, კვანძების და სათადარიგო ნაწილების შეფუთვის ხერხი და განლაგების ადგილები, კარების ბლოკირების ხერხი, გასაღებების შენახვის ადგილი, პლომბების დადების დღე და ადგილი..

2. თუ კონსტრუქციული თავისებურებების გამო შეუძლებელია ავტოტრაქტორის ტექნიკის აწყობილ მდგომარეობაში გადაზიდვა, იგი ნაწილობრივ დაიშლება.

3. შეთანხმებული წესის პირველი ეგზემპლარი ინახება გაგზავნის სადგურში და მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს დანიშნულების რკინიგზას.

4. შეთანხმებული წესის ასლები ინახება ტვირთგამგზავნთან და რკინიგზის შესაბამის სამსახურში.

5. ავტოტრაქტორის ტექნიკის ძნელად მისადგომ რაიონებსა ან საექსპორტოდ გასაგზავნად მომზადებისას, შეთანხმებული წესის დაცვის აუცილებლობასთან ერთად მხედველობაში მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტების, ტექნიკური პირობებისა და ხელშეკრულების მოთხოვნები.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/183.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/185.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
