---
title: "მუხლი 193 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/193"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "193"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 193 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 193 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/193

1. თითეული დატვირთული ან ცარიელი ავტომატარებლის (კონტრეილერის) გადასაზიდად ტვირთგამგზავნმა უნდა წარადგინოს დადგენილი წესით შევსებული გუ-29კ ფორმის ზედნადები. თანხლების გარეშე მომავალ დატვირთულ ავტომატარებლებსა და კონტრეილერებზე შევსებული ზედნადები წარდგენილ უნდა იქნეს ძარაში მათავსებულ ტვირთზე გამოწერილ საავტომობილო ზედნადებთან ერთად.

3. ავტომატარებლებისა და კონტრეილერების სარეგისტრაციო ნომრები და ბრუტოს ნომინალური მასა აღინიშნება ზედნადების იმ გრაფაში, სადაც გათვალისწინებულია ნიშანდების კოდებისა და კონტრეილერების ბრუტო მასის აღნიშვნა.

4. ზედნადების გრაფაში „გაგზავნის სახეობა” აღინიშნება:
ა) „ამლ” – გადასაზიდად ავტომატარებლის წარდგენისას;
ბ) „კტრ” – გადასაზიდად კონტრეილერის წარდგენისას.

5. ზედნადების გრაფაში „ტვირთის დასახელება” აღინიშნება ძარაში განლაგებული ტვირთის დასახელება, რომელიც ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს საავტომობილო ზედნადებში გაკეთებულ ჩანაწერს, ხოლო ზედნადების სხვა გრაფები შეივსება ტვირთის უნივერსალურ კონტეინერებში გადაზიდვის წესის შესაბამისად.

6. ავტომატარებლებისა და კონტრაილერების საერთაშორისო გადაზიდვის დოკუმენტები ფორმდება „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების მოთხოვნათა დაცვით.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/192.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/194.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
