---
title: "მუხლი 195 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/195"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "195"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 195 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 195 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/195

1. გადასაზიდად დატვირთული ან ცარიელი ავტომატარებლებისა და კონტრეილერების მიღებისას მათი ყველა უწესივრობა, რომელიც საფრთხეს არ უქმნის რკინიგზის პერსონალსა და ტვირთის შენახვას (კაბინის შუშის დაზიანება, ფარების უქონლობა და სხვ.), ტვირთგამგზავნის (მძღოლ-ექსპედიტორის) მიერ აღინიშნება ზედანადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები”.

2. თუ ზედნადებში არ არის საკმარისი ადგილი ავტომატარებლებისა და კონტრეილერების უწესივრობათა ჩამოსათვლელად, ტვირთგამგზავნი (მძღოლ-ექსპედიტორი) თავის შტემპელიან ფურცელზე (ბლანკზე) 4 ეგზემპლარად ჩამოწერს ნაკლოვანებებს და აწერს ხელს ამ ნუსხას. ამ შემთხვევაში, თითოეულ ეგზემპლარზე აღინიშნება ზედნადების ნომერი და სადგურის კალენდარული შტემპელი. ნუსხის ერთი პირი თან ერთვის ზედნადებს, მეორე, ტვირთის მიღების ქვითართან ერთად, ბარდება ტვირთგამგზავნს (მძღოლ-ექსპედიტორს), მესამე რჩება გაგზავნის სადგურს, ხოლო მეოთხე პირი იდება ავტომობილის ან კონტრეილერის ძარაში. ამ შემთხვევაში, ზედნადების მე-4 გრაფაში აღინიშნება: „უწესივრობათა ნუსხა, რომელიც საფრთხეს არ უქმნის რკინიგზის პერსონალს და გადაზიდვას, თან ერთვის” და „ძარაში ტვირთის განლაგება არ ემუქრება რკინიგზით გადაზიდვის უსაფრთხოებას”.

3. დაუზიანებელი საკეტ-საპლომბი მოწყობილობის მქონე ავტომატარებლები და კონტრეილერები დანიშნულების სადგურში გაიცემა ვიზუალური დათვალიერებით.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/194.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/196.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
