---
title: "მუხლი 198 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/198"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "198"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 198 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 198 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/198

1. მოძრავ შემადგენლობაზე იმ მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ წესის დანართში, დაიშვება განსაკუთრებული პირობებით, რომლებსაც ადგენს რკინიგზა, დაინტერესებულ ტვირთგამგზავნთან და ტვირთმიმღებთან ერთად.  ამ პირობების დაცვის შემთხვევაში ტვირთის ხარისხისა და ბუნებრივი თვისებების შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა რკინიგზას არ ეკისრება.

2. განსაკუთრებული პირობებით, აგრეთვე, გადაიზიდება ის მალფუჭებადი ტვირთი, რომლის მდგომარეობა და შეფუთვა არ შეესაბამება სტანდარტებსა და ტექნიკურ პირობებს, რის გამოც იგი შეიძლება გადაიზიდოს დადგენილი ზღვრული ვადების გადამეტებით.

3. თუ რკინიგზას არა აქვს ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც გადაზიდვის პროცესში შესაძლებელია ტვირთგამგზავნის მიერ მოთხოვნილი ტემპერატურელი რეჟიმის ან გადაზიდვის სხვა პირობების დაცვა, რკინიგზას უფლება აქვს, არ მიიღოს ტვირთი გადასაზიდად.
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2005 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №1-1/1107 – სსმ III, №132, 11.11.2005წ., მუხ.1463

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/197.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/199.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
