---
title: "მუხლი 203 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/203"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "203"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 203 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 203 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/203

1. გადასაზიდად მალფუჭებადი ტვირთის წარდგენისას ტვირთგამგზავნი ვალდებულია‚ გადაზიდვის საბუთებთან ერთად‚ გაგზავნის სადგურს წარუდგინოს ტვირთის ხარისხის დამადასტურებელი საბუთი და მიუთითოს ზედნადებში მისი დასახელება‚ ნომერი‚ გაცემის თარიღი და ტვირთის ტრანსპორტაბელობის ვადა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საბუთთან ერთად ტვირთგამგზავნი ვალდებულია‚ წარმოადგინოს:
ა) ხილბოსტნეულის გადაზიდვისას – ტოქსიკური ნივთიერების და პესტიციდების შემცველობის საბუთი;
ბ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა და სასურსთო ნედლეულის გადაზიდვისას – ვეტერინარული მოწმობა ან სერტიფიკატი;
გ) საკარანტინო ზონიდან ხილ-ბოსტნეულის, ცოცხალი მცენარეულის‚ სათესლე და სარგავი მასალის საექსპორტო-საიმპორტო გადაზიდვისას – ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი.

3. დაფასოებულ მინერალურ წყალსა და ღვინოზე ხარისხის საბუთების წარმოდგენა არ არის სავალდებულო.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/202.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/204.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
