---
title: "მუხლი 207 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/207"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "207"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 207 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 207 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/207

1. მალფუჭებადი ტვირთის მისამართის შეცვლა ხდება:
ა) პირვანდელ დანიშნულების სადგურებში – ახალი გადაზიდვის საბუთების გაფორმებით‚ ხარისხის შესახებ ახალი საბუთის თანდართვით და ტვირთგამგზავნის მიერ ვაგონზე (კონტეინერზე) ახალი საკეტ-საპლომბი მოწყობილობის დაყენებით;
ბ) სვლის გზაზე – გადაზიდვისა და ხარისხის პირვანდელი საბუთებით‚ თუ ტვირთი დანიშნულების სადგურში შეიძლება მიტანილი იქნეს ზედნადებში მითითებული ტრანსპორტაბელობის ვადის გასვლამდე;
გ) საექსპორტო-საიმპორტო ტვირთის – პირვანდელი გადაზიდვის საბუთით‚ თუ ზედნადებში მითითებული ტვირთის ტრანსპორტაბელობის ვადა გადის ახალი დანიშნულების სადგურში მიტანის ვადის შემდეგ, ხოლო, თუ ეს ვადა გადის ტვირთის მიტანამდე, ტვირთის მისამართი შეიცვლება გადაზიდვისა და ხარისხის ახალი საბუთების გაფორმებით.

2. იკრძალება მალფუჭებადი ტვირთით დატვირთული ცალკეული ვაგონების მისამართის შეცვლა, თუ ისინი ჩართულია სარეფრიჟერატორო სექციის შემადგენლობაში.

3. იმ ტვირთის მისამართის შეცვლა‚ რომლის გადაზიდვისას დარღვეულია მიტანის ვადა‚ გადაზიდვის ტემპერატურული რეჟიმი‚ ვენტილირების წესი და გადაზიდვის სხვა პირობები‚ რასაც შეიძლება მოჰყვეს ტვირთის ხარისხის დაქვეითება‚ აგრეთვე ამ ტვირთის გადაზიდვა დაზიანებული ან გზად მდებარე სადგურების საკეტ-საპლომბი მოწყობილობით ნებადართულია ამ დარღვევების აღმოფხვრისა და ახალი ხარისხის საბუთის გაცემის პირობით.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/206.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/208.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
