---
title: "მუხლი 210 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/210"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "210"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 210 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 210 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/210

1. მალფუჭებადი ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ ტვირთგამგზავნი ვალდებულია‚ დაასუფთაოს ვაგონები (კონტეინერები)‚ ხოლო საჭიროების შემთხვევაში, გაწმინდოს იზოთერმული ვაგონების (კონტეინერების) იატაკი და კედლები.

2. მალფუჭებადი ტვირთის‚ ცხოველური წარმოშობის ნედლი პროდუქტებისა და ცხოველების გადაზიდვის შემდეგ ვაგონებს რეცხავს‚ საჭიროებისას კი, დეზინფექციას უტარებს‚ რკინიგზა, ტვირთმიმღების ხარჯით. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის გადაზიდვის შემდეგ ვაგონების დამუშავების წესსა და რეჟიმს განსაზღვრავს სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახური.

3. კონტეინერების‚ მათ შორის‚ სარეფრიჟერატორო კონტეინერების გარეცხვა-დეზინფექციას უზრუნველყოფს ტვირთმიმღები, ხოლო საქვეკარანტინო ტვირთის‚ ვაგონებისა და კონტეინერების გაუსნებოვნებას – საკარანტინო კონტროლის შესაბამისი სამსახური.

4. იმ ვაგონის მომართ‚ რომელმაც გაიარა ვეტერინარულ-სანიტარული დამუშავება‚ დადგენილი წესით გაიცემა შესაბამისი საბუთი სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის მიერ. სარეფრიჟერატორო სექციით ან სამსახურებრივი განყოფილებით აღჭურვილი ავტონომიური სარეფრიჟერატორო ვაგონის ვეტერინარულ-სანიტარიული დამუშავების შემდეგ‚ მომსახურე ბრიგადის ხელმძღვანელს გადაეცემა ამ საბუთის ასლი, რომელიც წარმოადგენს მასში მალფუჭებადი‚ მათ შორის‚ ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოებისადმი საქვეკონტროლო ტვირთის, ჩატვირთვის საფუძველს.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/209.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/211.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
