---
title: "მუხლი 214 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/214"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "214"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 214 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 214 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/214

1. კასრებს განალაგებენ ვერტიკალურად დასაგმანი ძროთი‚ ერთ ან რამდენიმე იარუსად, მილისით მაღლა‚ ან აწყობენ ჰორიზონტალურად‚ თუ მილისი გვერდიდან არის განლაგებული. კასრების განლაგებისას რამდენიმე იარუსად, სავალდებულოა შუასადებების გამოყენება.

2. 200 დმ 3 -ზე მეტი ტევადობის კასრები უნდა დაიწყოს შუასადებზე, რომლის სისქე სულ ცოტა 2,5 სმ, სიგანე 15-20 სმ, სიგრძე კი, კასრების უდიდესი დიამეტრის სიგრძის შესაბამისია.

3. იზოთერმულ ვაგონებში კასრების შესაგორებლად იატაკის ცხაურებზე სავალდებულოა ფიცრების დაფენა ან დაფის დაგება.

4. იზოთერმულ ვაგონებში, აკრძალულია, 400 დმ 3 -ზე მეტი, ხოლო კონტეინერებში, – 100 დმ 3 -ზე მეტი ტევადობის კასრების ჩატვირთვა.

5. დატვირთვის თითოეულ იარუსზე და რიგში დაწყობილი უნდა იყოს ერთნაირი ზომის და ტიპის კასრები. თუ ერთნაირი ზომის კასრების რაოდენობა ვერ ავსებს ვაგონის (კონტეინერის) სრულ ტევადობას, ერთგვაროვნების პრინციპი გათვალისწინებული უნდა იქნეს კასრების იარუსებად დაწყობისას. ამ შემთხვევაში, პირველ იარუსზე იწყობა უფრო მძიმე კასრები.

6. დახურულ ვაგონებში და უნივერსალურ კონტეინერებში ზამთრის პერიოდში გადაზიდვისას, კასრში შეუვსებელი უნდა დარჩეს მისი ტევადობის 10 - 15%, რის თაობაზეც ტვირთგამგზავნი ვალდებულია, მი უ თითოს ზედნადების შესაბამის გრაფაში.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/213.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/215.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
