---
title: "მუხლი 216 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/216"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "216"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 216 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 216 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/216

1. პაკეტები იზოთერმულ ვაგონებში ქვეშზე იდება იატაკის ცხაურებზე, ხოლო დახურულ ვაგონებში (კონტეინერებში) – იატაკზე.

2. თუ პაკეტიანი ქვეშის სიმაღლე 110 სმ-ს არ აღემატება, პაკეტებს აწყობენ ორ იარუსად, ხოლო თუ სიმაღლე უფრო მეტია – ერთ იარუსად.

3. ქვეშებზე, რომლებზეც თერმოშეკლებადი პოლიმერული აფსკია გადაჭიმული, პაკეტების პირველ და მეორე იარუსებს შორის, დაცურების თავიდან ასაცილებლად, ჩაეფინება მუყაოს შუასადები. კართშორის სივრცეში პაკეტებს ქვეშებზე აყენებენ ერთ იარუსად, ვაგონის ნებისმიერი კარებიდან მათი მექანიკური გადმოტვირთვის უზრუნველსაყოფად.

4. 180 სმ-ზე მეტი სიმაღლის პაკეტები გადასაზიდად არ მიიღება. ქვეშები იწყობა გრძივი გვერდით ვაგონის სიგანეზე, ორ-ორი რიგში. ვაგონი უნდა დაიტვირთოს ქვეშების სრული კომპლექტით. პაკეტებს შორის 150 მმ-ზე მეტი მანძილის არსებობისას ისინი უნდა დამაგრდეს.

5. ტვირთის ორ იარუსად განლაგებისას, შტაბელების მდგრადობის უზრუნველსაყოფად, მეორე იარუსის განაპირა პაკეტები, კარშორის სივრცესთან, მაგრდება წინა რიგის პაკეტებთან მავთულგრეხილით – 4 მმ დიამეტრის ორძაფიანი მომწვარი მავთულით ან განმბჯენებით.

6. პაკეტის ჩატვირთვა-გადმოტვირთვისას, დატვირთვა იზოლირებული ვაგონის იატაკის ცხაურებზე და იატაკზე არ უნდა აღემატებოდეს 1200 კგ., ხოლო დახურული ვაგონისა – 1500 კგ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/215.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/217.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
