---
title: "მუხლი 219 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/219"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "219"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 219 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 219 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/219

1. ხელოვნურად და ბუნებრივად გაცი ვ ებული ხორცი გადაიზიდება სარეფრიჟერატორო ვაგონებით, კოჭის კაკვებზე ჩამოკიდებული ისე, რომ დაუფეშხოებელი ნაკლავი, ფეშხოები და ნახევარფეშხოები არ ეხებოდეს ერთმანეთს, ვაგონის იატაკსა და კედლებს, ფეშხოების და ნახევარფეშხოების მარჯვენა ნახევრები იმყოფებოდეს ვაგონის კარიდან ერთ მხარეს, ხოლო მარცხენა ნახევრები – მეორე მხარეს, და მათი შიდა მხარე მიმართული იყოს ტორსული კედლისკენ, რომელზეც დაყენებულია ხელსაწყოები. საქონლის ნახევარფეშხოები და დაუფეშხოებელი ცხვარი დაკიდული უნდა იყოს კაკვებზე ორ იარუსად. დიდი ზომის ფეშხოები და ნახევარფეშხოები კაკვზე იკიდება ჭადრაკული წესით. გაციებული ღორის ხორცი, რომელიც დაჩეხილია ნახევარფეშხოებად, და ყველა სხვა სახის ცხოველის ხორცი, ადგილების მოცულობის კვალობაზე, იკიდება ისევე, როგორც საქონლისა და ცხვრის ხორცი.

2. შეყინული ხორცი, რომელიც განკუთვნილია სამრეწველო გადამუშავებისთვის, დაიწყობა არა უმეტეს 1,6 მ. სიმაღლის შტაბელებად ვაგონის გრძივი ღერძის გაყოლებით,.

3. დაფასოებული მყარი მარგარინის, საკონდიტრო, პურ-ფუნთუშეულისა და კულინარული ცხიმის ჩატვირთვისას ტვირთგამგზავნმა მუყაო უნდა ჩააფინოს ვაგონის იატაკისპირა ცხაურზე. ამგვარი ტვირთის განლაგება მუყაოს ყუთების ტორსზე არ დაიშვება.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/218.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/220.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
