---
title: "მუხლი 241 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/241"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "241"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 241 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 241 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/241

1. გადასაზიდად წარდგენილი თევზი და ქაშაყი – დამარილებული, დამარილებულ-შეკმაზული და მარინადი, შეფუთული უნდა იყოს ხის, პოლიმერ ჩასასხმელ ან მშრალი ტარის ყუთებში, რომელთა ტევადობა შეადგენს არა უმეტეს 50 დმ 3 -სა, პოლიმერის მასალის სარჩულიან ტომრებში, ფიცრის ყუთებში, ხოლო პოლიმერული მასალის პაკეტებად დაფასოებული – გოფრირებული მუყაოს ყუთებში.

2. ჩასასხმელ კასრებში ჩაწყობილ თევზსა და ქაშაყს მოსხმული უნდა ჰქონდეს სათანადო სიმკვრივის მარილწყალი, ხოლო ტარაში ჩაწყობილი გაწურული უნდა იყოს. ყუთებში ჩაფენილი უნდა იყოს პერგამენტი, პერგამენტისებრი ქაღალდი, ცელოფანი ან წყალშეუღწევადი მასალა.

3. მარილის შემცველობა თევზსა და ქაშაყში უნდა შეადგენდეს:
ა) სუსტად დამარილებულისა – 6-დან (ქაშაყისათვის 7-დან) 10%-მდე ჩათვლით;
ბ) საშუალო დამარილებულისა – 10-ზე მეტს და 14%-მდე ჩათვლით;
გ) მაგრად დამარილებულისა –14%-ზე მეტს.

4. მარილის შემცველობა უნდა აღინიშნოს ზედნადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშნები”.

5. თევზსა და დამარილებულ ქაშაყს, დამარილებულ-შეკმაზულსა და მარინადს, ჩატვირთვისას უნდა ჰქონდეს ტემპერატურა 0-დან მინუს 3 გრადუსამდე.

6. კასრებში ჩაწყობილი და მარილხსნარში ჩადებული დამარილებული თევზი გადაიზიდება სარეფრიჟერატორო ვაგონებში, ვაგონ-თერმოსებსა და დახურულ ვაგონებში იმ პირობით, რომ ტვითგამგზავნმა იზოთერმული ვაგონის იატაკის ცხაურზე და დახურული ვაგონის იატაკზე დააგოს ქაღალდი, მუყაო ან სხვა საფუთავი მასალა და დაფაროს იგი ნახერხის ფენით. გადმოტვირთვის შემდეგ ტვირთმიმღები ვალდებულია, გაწმინდოს ვაგონი საფენად გამოყენებული მასალისა და ნახერხისგან და გაგზავნოს გასარეცხად. რეცხვას, ტვირთმიმღების ხარჯით, უზრუნველყოფს რკინიგზა.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/240.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/242.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
