---
title: "მუხლი 242 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/242"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "242"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 242 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 242 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/242

1. ცივად და ცხლად შებოლილი თევზი, ზურგიელის ნაწარმი, მზეზე გამოყვანილი და სხვა თევზეული გადაიზიდება მხოლოდ ტარაში.

2. ცხლად შებოლილი თევზისა და ზურგიელის ნაწარმის გადაზიდვა დაიშვება მხოლოდ გაყინული სახით. ცხლად შებოლილი თევზი და ზურგიელის ნაწარმი გადაიზიდება სარეფრიჟერატორო ვაგონებში და გასინჯვისას უნდა ჰქონდეს ტემპერატურა არა უმეტეს მინუს 18 გრადუსისა.

3. ცივად შებოლილი თევზისა და ზურგიელის ნაწარმის ტემპერატურა, დატვირთვისას, არ უნდა აღემატებოდეს 0 გრადუსს და მისი გადაზიდვა წარმოებს იზოთერმულ ვაგონებში.

4. ცივად შებოლილი ორაგულისებრი თევზი და კბილებიანი ვეშაპი, აგრეთვე, ცივად შებოლილი და მზეზე გამოყვანილი ზურგიელის ნაწარმი, შეფუთული უნდა იყოს მხოლოდ ყუთებში.

5. ყუთზე, რომელშიც მოთავსებულია ცხლად შებოლილი გაყინული თევზი, მსხვილი შრიფტით უნდა გაკეთდეს წარწერა „გაყინულია”.

6. ცივად შებოლილი და მზეზე გამოყვანილი თევზის, მათ შორის, ზურგიელის ნაწარმის ყუთების ტორსულ კედლებზე შეიძლება დატანებული იყოს 25 მმ-დან 30 მმ-მდე დიამეტრის ორი-სამი მრგვალი ნახვრეტი.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/241.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/243.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
