---
title: "მუხლი 245 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/245"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "245"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 245 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 245 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/245

1. ყოველგვარი ცოცხალი თევზი და მოსაშენებელი (გასაშვები) თევზის მასალა (ლიფსიტები), სადგურში დას ა ტვირთად შეტანამდე, უნდა იმყოფებოდნენ ოჩხებში და სათანადოდ მოამზადონ გადაზიდვის პირობებისთვის. გადასაზიდად ვარგისად ითვლება მკვირცხლი, მოძრავი თევზი, სხეულზე მექანიკური დაზიანებებისა და ობის წანაზარდების გარეშე, ქერცლისა და ტყავის დაუზიანებელი საფარით, დაუზიანებელი და სუფთა ფარფლებით.

2. ცოცხალი თევზი და მოსაშენებელი (გასაშვები) თევზის მასალა (ლიფსიტები) გადაიზიდება ცოცხალი თევზის გადამზიდ სარეფრიჟერატორო სექციებში, ტვირთგამგზავნის გამყოლითურთ და მისი პასუხისმგებლობით.

3. კიბო გადაიზიდება ყუთებში, რომელსაც დატანებული აქვს საცირკულაციო ღიობები, თითოში 100 – 150 ცალი. ტარაში კიბოს ჩაწყობისას, მათ შუა აწყობენ მშრალ ხავსს, სუფთა მშრალ წყალმცენარეებს ან თივას. დრო, კიბოს დაჭერასა და დატვირთვას შორის, არ უნდა აღემატებოდეს 36 საათს. ჩატვირთვამდე კიბოები უნდა ინახებოდეს საჩრდილობლის ქვეშ ან დახურულ შენობაში.

4. გადასაზიდად წარდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ ცოცხალი კიბო. ლიმანის, ტბის და გუბურის კიბოები გადასაზიდად მიიღება არა უმეტეს 2 დღის, ხოლო მდინარის კიბო – 6 დღემდე გადაზიდვის ვადით.

5. თევზისა და თევზპროდუქტების სარეფრიჟერატორო ვაგონებში გადაზიდვის ზღვრული ვადა, წლის პერიოდების მიხედვით, აღნიშნულია ამ წესების დანართში.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/244.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/246.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
