---
title: "მუხლი 247 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/247"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "247"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 247 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 247 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/247

1. ბანანი გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს მკვრივი, მწვანე ფერის კანითა და ნაყოფის ყუნწით, საკმარისად განვითარებული, სახეობისთვის ტიპური ფორმისა და სიდიდის ნაყოფით.

2. პოლიმერის აფსკის ტომრებში წინასწარ ჩაწყობილი ბანანი, ტომრის ყელის მჭიდროდ შეკვრის შემდეგ, უნდა ჩაიწყოს მუყაოს კოლოფში.

3. ბანანი გადაიზიდება მხოლოდ სარეფრიჟერატორო სექციებში ან ავტონომიურ სარეფრიჟერატორო ვაგონებში. გადაზიდვის დროს გარე ჰაერის დადებითი ტემპერატურისას, ვენტილაცია უნდა მოეწყოს დღე-ღამეში ორჯერ, უარყოფითი ტემპერატურისას – დღეში ერთხელ, ვენტილატორების 15 – 20 წუთის ჩართვით. გარე ჰაერის უარყოფითი ტემპერატურისას ბანანი საწყობიდან სარეფრიჟერატორო ვაგონში ჩაიტვირთება მხოლოდ ტამბურებიდან, რომლებიც თბება. ყველა შემთხვევაში, ექსპერტიზის აქტში უნდა აღინიშნოს გარე ჰაერის ტემპერატურა ბანანის ჩატვირთვის პერიოდში.

4. გადაზიდვის დასასრულს გაყვითლებული ბანანების არსებობა არ არის ნაყოფის ხარისხის გაუარესების ნიშანი.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/246.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/248.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
