---
title: "მუხლი 248 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/248"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "248"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 248 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 248 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/248

1. ჭყინტი და ბაზი სიმინდის ტარო გადაიზიდება მხოლოდ სარეფრიჟერატორო ვაგონებში.

2. გადასაზიდად წარდგენილ უნდა იქნეს სულ ცოტა 15 სმ სიგრძის ტარო (ტკბილი სიმინდისა – არა ნაკლებ 12 სმ), ქორფა ღია მწვანე ფოთლებით, რომლებსაც არ ეტყობა ჭკნობის ნიშნები, აქვს ყავისფერი ბუტკოს სვეტები, ნაზი გარსის მქონე, ერთმანეთს მიყრილი მკვრივი მარცვლები, მავნებელდაავადებებით დაუზიანებელი. პარტიაში დაიშვება ტაროს ზედა ნაწილში 3 სმ-მდე სიგრძეზე განუვითარებელი მარცვლების მქონე სიმინდის ტაროს არსებობა.

3. სიმინდის ტარო იწყობა ხონჩა-ყუთებში ან ფიცრის ყუთებში, რომელთა ტევადობა 12 კგ-დეა, და სადგურში შეიზიდება ვაგონის გადასაზიდად მზადყოფნისას.

4. წინასწარ, არაუმეტეს პლუს 3 გრადუსამდე გაცი ვ ებული სიმინდის ტარო, გადასაზიდად დაიშვება არა უმეტეს 6 დღის ვადით, ხოლო გაუცი ვ ებელი – არა უმეტეს 4 დღის ვადით. ტაროს ტეხვიდან დატვირთვამდე დრო არ უნდა აღემატებობეს: გაუცი ვ ებელი ტაროსთვის – 12 საათს, ხოლო წინასწარ გაცი ვ ებულისთვის – 30 საათს.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/247.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/249.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
