---
title: "მუხლი 253 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/253"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "253"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 253 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 253 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/253

1. კარაქი (მონოლითად ან დაფასოებული) გადასაზიდად მიიღება ყუთებში შეფუთული.

2. ერბო გადასაზიდად მიიღება ხის კასრებში, რომლებსაც ამოგებული აქვს პოლიმერის აფსკი, ან ყუთებში ჩაწყობილ მინისა და თუნუქის ქილებში. აფსკამოუფენელი კასრების ზედაპირი დაფარული უნდა იყოს კაზეინის მინანქრით ან მისი შემცველი სხვა საფარველით.

3. კარაქის მონოლითად გადაზიდვისას, ყუთებში ჩაფენილი უნდა იყოს პერგამენტი ან პოლიმერის აფსკი, ფიცრის ყუთები უნდა იყოს დაჭედებული, ხოლო ტორსზე გამაგრებული ფოლადის ლენტით ან მავთულით.

4. ნაღების კარაქს უნდა ჰქონდეს სუფთა, ამ სახეობის კარაქისთვის დამახასიათებელი გემო და სუნი, ერთგვაროვანი და მკვრივი კონსისტენცია, ფერი – თეთრიდან ყვითლამდე, მთელ მასაში ერთგვაროვანი, ზედაპირი გაჭრისას – ოდნავ ბრჭყვიალა და მშრალი, ანდა ტენის ერთგვაროვანი უმცირესი წვეთების მქონე.

5. ერბოს უნდა ჰქონდეს რბილი მარცვლოვანი კონსისტენცია. გადასაზიდად წარდგენილ ერბო-კარაქის ტემპერატურა უნდა შეადგენდეს:
ა) კარაქისა და ერბოსი – არა უმეტეს მინუს 6 გრადუსისა;
ბ) საექსპორტოდ გასაგზავნის – არა უმეტეს მინუს 14 გრადუსისა.

6. კარაქი გადაიზიდება იზოთერმულ ვაგონებში, ხოლო ზამთრისა და გარდამავალ პერიოდში, როდესაც გარე ტემპერატურა 6 გრადუსზე ნაკლებია, ერბოს გადაზიდვა დაიშვება დახურულ ვაგონებში.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/252.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/254.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
