---
title: "მუხლი 260 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/260"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "260"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 260 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 260 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/260

1. დაწნეხილი პურსაცხობი საფუარი, გადასაზიდად წარდგენისას, უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ფერი – მორუხო, მოყვითალო ელფერით, ძელაკების ზედაპირზე არ უნდა იყოს მუქი ლაქები;
ბ) კონსისტენცია – მკვრივი, საფუარი იოლად იმტვრევა;
გ) გემო და სუნი – საფუარისთვის დამახასიათებელი, დაუშვებელია ობის ან რაიმე სხვა უცხო სუნი.

2. ქაღალდში შეფუთული საფუვრის ძელაკები უნდა ჩაიწყოს ყუთებში. თითოეულ ყუთში იწყობა მასის მიხედვით ერთნაირი დაფასოების, ერთი პარტიისა და გამომუშავების თარიღის ძელაკები. ვაგონში ჩატვირთვისას, საფუვრის ტემპერატურა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს პლუს 4 გრადუსისა და არანაკლებ 0 გრადუსისა.

3. ვაგონში სხვადასხვა გამომუშავების თარიღის საფუარის პარტიის ჩატვირთვისას, მთელი სავაგონო გზავნილის ტრანსპორტაბელურობის ვადა იანგარიშება ყველაზე ადრეული გამომუშავების თარიღის პარტიის მიხედვით.

4. სპეციალიზებულ ქარხნებში გამომუშავებულ საფუარს, გადასაზიდად წარდგენისას, უნდა ჰქონდეს მედეგობა არანაკლებ 60 საათისა, ხოლო სპირტის ქარხნებში გამომუშავებულს – არანკლებ 48 საათისა.

5. ვაგონში საფუვრის ჩატვირთვის მომენტში ტვირთგამგზავნი იღებს სინჯებს საფუვრის მედეგობის საკონტროლო განსაზღვრისთვის. ანალიზის შედეგები ინახება გაგზავნის სადგურში და ტვირთგამგზავნთან.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/259.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/261.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
