---
title: "მუხლი 276 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/276"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "276"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 276 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 276 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/276

1. კარანტინგამოცხადებული ტერიტორიის შესახებ მცენარეთა კარანტინის ინსპექციისგან შეტყობინებისა და გადაზიდვაშეზღუდული საქვეკარანტინო ტვირთის ნუსხის მიღების შემდეგ‚ რკინიგზა‚ რომლის საქმიანობის ზონაში მდებარეობს ასეთი ტერიტორია‚ დაუყოვნებლივ აცნობებს ამის თაობაზე სხვა რკინიგზებს. სადგურებზე ტვირთის მიღების ყველა პუნქტში, თვალსაჩინო ადგილებში გამოიკვრება განცხადება‚ გადაზიდვაშეზღუდული საქვეკარანტინო ტვირთის შესახებ, რომელიც გადასაზიდად უსერტიფიკატოდ არ მიიღება.

2. სერტიფიკატი გაიცემა საქვეკარანტინო ტვირთის თითოეულ ვაგონზე (კონტეინერზე) ან თითოეულ გზავნილზე (პარტიაზე)‚ თუ ერთ ვაგონში (კონტეინერში) არის ტვირთის რამდენიმე გზავნილი (პარტია). სერტიფიკატის ერთი ეგზემპლარი დაერთვის გადაზიდვის დოკუმენტებს‚ მეორე ეგზემპლარი რჩება გაგზავნის სადგურს და ინახება, როგორც მკაცრი ანგარიშგების დოკუმენტი. ზედნადებში ტვირთგამგზავნს შეაქვს აღნიშნვა სერტიფიკატის თანდართვის შესახებ‚ სადაც მიუთითებს მის ნომერსა და გაცემის თარიღს.

3. ტვირთი გადასაზიდად არ მიიღება‚ თუ სერტიფიკატს არა აქვს ბეჭედი და ხელმოწერა‚ აქვს შესწორებული და წაშლილი ადგილები‚ წარდგენილია სერტიფიკატის ასლები‚ ან მასში ტვირთის დასახელება არ შეესაბამება ფაქტობრივად წარდგენილს.

4. სერტიფიკატი, დატვირთვის სადგურზე წარსადგენად, ვარგისია მასში მითითებული ვადის განმავლობაში. ვაგონში (კონტეინერში) ჩატვირთული ტვირთის სერტიფიკატის მოქმედების ვადა არ იზღუდება.

5. საქვეკარანტინო ტვირთს ტვირთგამგზავნი გადასაზიდად წარადგენს მხოლოდ იმ სადგურში და იმ ტვირთმიმღების მისამართით‚ რომელიც აღნიშნულია სერტიფიკატში. საქვეკარანტინო ტვირთის მისამართის შეცვლა დაიშვება, თუ მისამართის შეცვლის განმცხადებელი წარმოადგენს მცენარეთა კარანტინის ინსპექციის თანხმობას მისამართის შეცვლაზე.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/275.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/277.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
