---
title: "მუხლი 277 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/277"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "277"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 277 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 277 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/277

1. კარანტინგამოცხადებული ზონიდან მიტანილი საქვეკარანტინო ტვირთის გადმოტვირთვა, ტვირთმიმღების მიერ, ხორციელდება მხოლოდ მცენარეთა კარანტინის ინსპექციის ნებართვით.

2. საქვეკარანტინო ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ‚ ტვირთმიმღები ასუფთავებს ვაგონებს (კონტეინერებს)‚ ხოლო ტვირთის ნარჩენებსა და ნაგავს, მცენარეთა კარანტინის ინსპექცის მითითებით, წვავს საამისოდ საგანგებოდ გამოყოფილ ადგილებში.

3. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ ვაგონები (კონტეინერები), საჭიროებისას, ექვემდებარება გაუსნებოვნებას მცენარეთა დაცვის სამსახურის მიწერილობის (საკარანტინო ფოტოსანიტარული კონტროლის აქტი) საფუძველზე,.

4. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთისა და სატრასპორტო საშუალებების გაუსნებოვნების ორგანიზებას უზრუნველყოფს მცენარეთა დაცვის სამსახური. გაუსნებოვნებისა და მასთან დაკავშირებულ მოცდენის ხარჯებს ანაზღაურებს ტვირთმიმღები.

5. ვაგონების (კონტეინერების) გაუსნებოვნების თაობაზე მცენარეთა დაცვის სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგენს საკარანტინო ფიტოსანიტარიული კონტროლის აქტს‚ რომელსაც ტვირთმიმღები წარუდგენს სადგურს.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/276.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/278.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
