---
title: "მუხლი 278 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/278"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "278"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 278 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 278 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/278

1. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული იმპორტული ტვირთის საქართველოში შემოტანა ნებადართულია ამ ტვირთზე მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული საიმპორტო საკარანტინო ნებართვისა და ექსპორტიორი ქვეყნის მცენარეთა დაცვისა და კარანტინის ოფიციალური სამსახურის მიერ გაცემული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის არსებობისას, რომელსაც ექსპორტიორი ქვეყნის აღნიშნული ორგანო გასცემს ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთის თითოეულ ვაგონზე (კონტეინერზე) ან თითოეულ გზავნილზე (პარტიაზე), თუ ერთ ვაგონში (კონტეინერში) ტვირთის რამდენიმე გზავნილია (პარტიაა).

2. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ცალკეული იმპორტული ტვირთის უსერტიფიკატოდ გადაზიდვა დაიშვება მხოლოდ მცენარეთა დაცვის სამსახურის ნებართვით.

3. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული საექსპორტო ტვირთი გადასაზიდად მიიღება მხოლოდ იმ პირობით, თუ ტვირთგამგზავნი რკინიგზას წარმოუდგენს მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემულ ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/277.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/279.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
