---
title: "მუხლი 281 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/281"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "281"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 281 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 281 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/281

1. თუ სასაზღვრო პუნქტებში ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთის შესამოწმებლად და ლაბორატორიული ანალიზის ან ექსპერტიზის მოსაწყობად აღებულ იქნა ნიმუშები, მცენარეთა დაცვის სანსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფორმებს შესაბამის აქტს‚ რომელიც დგება სასაზღვრო გადამცემი სადგურისა და საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით. აქტის ერთი ეგზემპლარი დაერთვის გადაზიდვის დოკუმენტებს‚ ხოლო მეორე ინახება იმ სადგურში‚ სადაც მოხდა ნიმუშების ამოღება.

2. სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტის სასაზღვრო გადამცემ სადგურში დასნებოვნებული ტვირთის გამოვლენისას, მცენარეთა დაცვის სანსახური, საჭიროებისას, აწესებს შესასრულებლად სავალდებულო საკარანტინო მოთხოვნებს.

3. სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტის სასაზღვრო გადამცემ სადგურში ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების გაუსნებოვნების ორგანიზებას უზრუნველყოფს მცენარეთა დაცვის სანსახური.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/280.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/282.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
