---
title: "მუხლი 285 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/285"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "285"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 285 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 285 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/285

1. ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთი რკინიგზით გადასაზიდად მიიღება მხოლოდ ვაგონის (კონტეინერის) წვრილმანი გზავნილის თანმხლები დოკუმენტაციით: მე-2 და მე-3 ფორმების ვეტერინარული მოწმობით ან მე-5 ფორმის (ბ, დ, ე) ვეტერინარიული სერტიფიკატით.

2. ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის კონტროლს დაქვემდებარებული საექსპორტო-საიმპორტო ან სატრანზიტო ტვირთი გადაიზიდება ვეტერინარული მოწმობის თანხლებით, ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის სპეციალური წერილობითი ნებართვის საფუძველზე. ვეტერინარიულ მოწმობას არ საჭიროებს ვეტერინარული ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების გადაზიდვა.

3. ვეტერინარული სერტიფიკატი, მოწმობა ან ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის წერილობითი ნებართვა, რომელშიც გარკვევით არ არის შეტანილი ყველა სათანადო მონაცემი, შევსებულია განსხვავებული მელნით, შრიფტით, სხვადასხვა პირის მიერ ან აქვს შესწორებები, მიიჩნევა ბათილად და ამ დოკუმენტებით ტვირთი გადასაზიდად არ მიიღება.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/284.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/286.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
