---
title: "მუხლი 289 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/289"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "289"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 289 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 289 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/289

1. თუ ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახური გამოავლენს საქვეკონტროლო ტვირთს, რომელიც გადაიზიდება თანმხლები ვეტერინარიული დოკუმენტაციის გარეშე, ან თუ გაჩნდა დასაბუთებული ეჭვი ამ ტვირთის კეთილსაიმედოობის თაობაზე, ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნით ტვირთის გადაზიდვა შეიძლება შეჩერდეს და შემდგომ გაგრძელდეს მხოლოდ მისივე ნებართვით.

2. სვლის გზაზე დათვალიერების მიზნით, ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი გადაზიდვის შეჩერების მოთხოვნას წარუდგენს იმ სადგურს, სადაც იმყოფება ტვირთი.

3. გადაზიდვის შეჩერებისას, სადგური, ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელის თანდასწრებით, ადგენს საერთო ფორმის აქტს, რომელშიც აღინიშნება გადაზიდვის შეჩერების მიზეზი და მის აღმოსაფხვრელად მიღებული ზომები. აქტის ასლი თან დაერთვის გადაზიდვის დოკუმენტებს, რის თაობაზედაც სადგურს შეაქვს აღნიშვნა „რკინიგზის აღნიშვნების” გრაფაში.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/288.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/290.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
