---
title: "მუხლი 29 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/29"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "29"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 29 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 29 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/29

1. ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებით გაწეული სხვა მომსახურების საფასურის გადახდამდე შემდგომი დატვირთვისათვის ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება შეიძლება შეჩერდეს ან, გამონაკლის შემთხვევებში, განხორციელდეს მხოლოდ რკინიგზის უფლებამოსილი პირის წერილობითი მითითების საფუძველზე.

2. რკინიგზა ვალდებულია, ტვირთგამგზავნს დასატვირთად მიაწოდოს გასუფთავებული, შიგნიდან და გარედან გაწმენდილი, საჭიროებისას კი, გარეცხილი და დეზიფინცირებული, ტვირის გადასაზიდად ვარგისი ვაგონები (კონტეინერები), მოხსნილი სამაგრი სამარჯვებით, თუ მათი მოხსნა ტექნიკურად დასაშვებია.

3. რკინიგზის ცისტერნების, ბუნკერული ტიპის ნახევარვაგონების მომზადებას უზრუნველყოფს რკინიგზა ან ტვირთმიმღები, რკინიგზის ხარჯით, მათ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სპეციალური ცისტერნების მომზადებას, რომლებიც რკინიგზას არ ეკუთვნის – ტვირთგამგზავნი.

4. ვაგონების (კონტეინერების) კომერციულ ვარგისობას კონკრეტული ტვირთის გადასაზიდად განსაზღვრავენ:
ა) ვაგონების მიმართ – ტვირთგამგზავნი, თუ დატვირთვა განხორციელდა მის მიერ, ან რკინიგზა, თუ დატვირთვას ის აწარმოებს;
ბ) კონტეინერების მიმართ – ტვირთგამგზავნი.

6. ტვირთგამგზავნი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს მისი ტვირთის გადასაზიდად მიწოდებული უვარგისი ვაგონების (კონტეინერების) გამოყენებაზე, ხოლო რკინიგზა ვალდებულია, შეცვალოს ისინი ვარგისით. ტვირთის გადასაზიდად ვაგონების უვარგისობის ფაქტი, მათ შორის, ტვირთის ვაგონიდან გადმოტვირთვის შემდეგ, ფორმდება საერთო ფორმის აქტით, რომელსაც ხელს აწერენ რკინიგზისა და ტვირთგამგზავნის უფლებამოსილი წარმომადგენლები.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/30.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
