---
title: "მუხლი 292 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/292"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "292"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 292 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 292 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/292

1. რქა, ჩლიქი და ძვალი გადასაზიდად წარდგენილ უნდა იყოს რბილ ტარაში, რბილი ნაწილებისგან, ჭუჭყისგან გასუფთავებული და გამომშრალი. შეუფუთავი, გაუმშრალი რქა, ჩლიქი და ძვალი გადასაზიდად არ მიიღება.

2. რქის, ჩლიქის და ძვლის უტაროდ გადაზიდვა დაიშვება დახურულ ვაგონებში ან კონტეინერებში.

3. ზამთრის პერიოდში დასაშვებია რბილი ქსოვილებისგან გასუფთავებული გაყინული რქის, ჩლიქისა და ძვლის გადაზიდვა დახურულ ვაგონში, თუ ჰაერის ტემპერატურა არ აღემატება მინუს 5 გრადუსს და, თუ არსებობს ტვირთმიმღების თანხმობა ამგვარ გადაზიდვაზე. ამ შემთხვევაში, ზედნადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები” ტვირთგამგზავნი მიუთითებს „ნედლი ძვლის (რქის, ჩლიქის) გაყინულ მდგომარეობაში გადაზიდვა შეთანხმებულია ტვირთმიმღებთან”.

4. სასურსათო და ძეხვეულის ძვალი გადაიზიდება მხოლოდ მყარ ტარაში (ყუთი, კასრი). ძვლის გადაზიდვისას ვეტერინარულ მოწმობაში (სერტიფიკატში) მითითებული უნდა იყოს მისი წარმოშობა (სასურსათო, ძეხვეულის, საველე).

5. აკრძალულია სასურსათო და ძეხვეულის ძვლის გადაზიდვა საველესთან ერთად, აგრეთვე საველე ძვლის გადაზიდვა წვრილმანი გზავნილებით.

6. არ დაიშვება საველე ძვლის, ჩლიქისა და რქის ვაგონებში ჩატვირთვა, გადმოტვირთვა და შენახვა საერთო სარგებლობის ადგილებში. ამ ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვა ნებადართულია უშუალოდ ავტოტრანსპორტიდან ვაგონში და ვაგონიდან ავტოტრანსპორტზე.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/291.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/293.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
