---
title: "მუხლი 295 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/295"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "295"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 295 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 295 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/295

1. ვაგონები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ნედლეულის გადაზიდვის შემდეგ, აგრეთვე ხორცისა და ხორცპროდუქტების გადასაზიდად განკუთვნილი ვაგონები, ექვემდებარება ვეტერინარულ-სანიტარიულ დამუშავებას.

2. ვეტერინარულ-სანიტარიული დამუშავების კატეგორია დგინდება ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, რომელიც თითოეულ ვაგონზე გასცემს დადგენილი ფორმის ვეტერინარულ დოკუმენტს, გადასამუშავებლად გაგზავნის მითითებით (დამუშავების რეჟ ი მისა და მეთოდის აღწერით).

3. ვაგონების ვეტერინარულ-სანიტარიულ დამუშავებას უზრუნველყოფს რკინიგზა, ტვირთმიმღების ხარჯით. დეზინფექციის ჩატარების შემდეგ ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი გასცემს დადგენილი ფორმის მოწმობას ვაგონების დამუშავებისა და კეთილსაიმედოობის შესახებ, რომელშიც მიეთითება დამუშავების რეჟიმი და მეთოდი ვაგონების კატეგორიების მიხედვით. აღნიშნული მოწმობის გარეშე ვაგონების ხელახალი გამოყენება ტვირთის გადასაზიდად აკრძალულია.

4. დადგენილი ვეტერინარული მოთხოვნების დამრღვევი პირი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/294.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/296.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
