---
title: "მუხლი 296 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/296"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "296"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 296 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 296 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/296

1. ყველა სახეობის ცხოველს, მათ შორის, ფრინველს, საბეწვეულო ნადირს, ლაბორატორიულ, ზოოპარკისა და შინაურ ცხოველებს, ზღვის ნადირს, ფუტკარს, თევზს (შემდგომ – ცხოველები) გადასაზიდად წარადგენს ტვირთგამგზავნი, დადგენილი წესით გაცემული ვეტერინარიული მოწმობის საფუძველზე.

2. ვეტერინარიული მოწმობის, ხოლო საერთაშორისო გადაზიდვისას – ასევე ვეტერინარიული ზედამხედველობის სამსახურის წერილობითი ნებართვის გარეშე, ცხოველთა გადაზიდვა აკრძალულია. აღნიშნული მოწმობა და ნებართვა ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.

3. თითოეულ ვაგონზე გაფორმებული ვეტერინარიული მოწმობის პირველი პირი, ვაგონში მოთავსებულ ცხოველთა რაოდენობის მითითებით, თან ერთვის ზედნადებს, ხოლო მეორეს ტვირთგამგზავნი გადასცემს ცხოველთა თანხლებ გამყოლს.

4. ზედნადების გრაფაში „ტვირთგამგზავნის განსაკუთრებული განცხადება და აღნიშვნა“ ტვირთგამგზავნი მიუთითებს ვეტერინარიული მოწმობის თანდართვის შესახებ, მის ნომერსა და გაცემის თარიღის.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/295.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/297.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
