---
title: "მუხლი 305 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/305"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "305"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 305 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 305 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/305

1. დახურულ ვაგონებში დასაშვებია შემდეგი რაოდენობის ცხოველთა ჩატვირთვა:
ა) მსხვილფეხა რქოსანი ზრდასრული პირუტყვისა – 16-დან 24-მდე სული, მათი ზომისა და წონის მიხედვით;
ბ) მსხვილფეხა რქოსანი მოზარდეული პირუტყვისა – 24-დან 28-მდე სული;
გ) დეკეულისა – 36-დან 50-მდე სული, ასაკის მიხედვით;
დ) ცხვრისა და თხისა – 80-დან 100-მდე სული;
ე) ღორისა – 50-დან 60-მდე სული (ერთი ცხოველის 80 კგ-მდე წონისას), 44-დან 50-მდე (ერთი ცხოველის 80 კგ-დან 100კგ-მდე წონისას), 28-დან 44-მდე სული (ერთი ცხოველის 100კგ-დან 150 კგ-მდე წონისას) და 20-დან 28-მდე სული (ერთი სულის 150 კგ-ზე მეტი წონისას);
ვ) ცხენისა – არა უმეტეს 14 სულისა;
ზ) აქლემისა – არა უმეტეს 8 სულისა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რაოდენობის ცხოველთა ჩატვირთვის დამთავრების შემდეგ, ვაგონში უნდა დარჩეს თავისუფალი ადგილი, სადაც შეიძლება დაეტიოს კიდევ ერთი ცხოველი.

3. საჯიშე და მაღალპროდუქტიული ცხოველების დატვირთვის ნორმები განისაზღვრება ტვირთგამგზავნის მიერ, ვეტერინარულ ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/304.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/306.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
