---
title: "მუხლი 307 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/307"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "307"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 307 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 307 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/307

1. ვაგონში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი შეიძლება განლაგდეს როგორც განივად, ასევე გრძივად.

2. სპეციალიზებულ ვაგონებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჩაიტვირთება მხოლოდ განივად. ამ შემთხვევაში, პირუტყვის დატვირთვამდე, ვაგონის გრძივი კედლის არამოსასხნელ დაფებზე ცხოველთა დასაბმელი სჭვალებით მაგრდება ლითონის რგოლები ან კავები ისე, რომ ერთ რგოლზე შესაძლებელი იყოს 1-2 ცხოველის დაბმა. ვაგონის ტორსულ კედლებთან დაიგება ორი დაფისგან შემდგარი თაროები, რომელიც ეწყობა ვაგონის გარდიგარდმო არამოსასხნელ დაფებზე, ვაგონის ტორსულ კედლებთან მიჯრით. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დატვირთვის შემდეგ ვაგონის კარის ღიობებში აყენებენ ცხაურს.

3. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გრძივად განლაგებისას, ვაგონები მოეწყობა ისევე, როგორც ცხენის გადაზიდვის დროს, ოღონდ დაფების ნაცვლად კარის ღიობებში აყენებენ ცხაურს – გისოსებს.

4. ცხვარი, თხა, ხბო, ღორი და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოზარდეული ვაგონში ჩაიტვირთება დაუბმელად.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/306.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/308.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
