---
title: "მუხლი 31 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/31"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "31"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 31 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 31 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/31

1. ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთი გადასაზიდად იმდაგვარად მოამზადოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება და ტვირთის, ვაგონების (კონტეინერების) მთლიანობა.

2. საზღვაო ნავსადგურების მეშვეობით ან რკინიგზის სასაზღვრო გადამცემი სადგურების გავლით გადასაზიდი, მათ შორის, საექსპორტი ტვირთის გაფუჭების, დაზიანების, დაკარგვის ან კლების თავიდან აცილების მიზნით, ასევე მოძრავი შემადგენლობის, რკინიგზის ვაკისის და გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ტვირთი გადასაზიდად წარმოდგენილი უნდა იყოს ტექნიკურ პირობებსა და სტანდარტებს შესატყვის სატრანსპორტო ტარაში შეფუთული.

3. ტვირთგამგზავნი, სადგურის მოთხოვნით, ვალდებულია წარმოადგინოს გადასაზიდ ტვირთზე, ხოლო თუ იგი შეფუთულია, ასევე ტარასა და შეფუთვაზე არსებული სტანდარტები და ტექნიკური პირობები.

4. ტვირთი, რომლის ტარასა და შეფუთვაზე სტანდარტები და ტექნიკური პირობები არ არის დადგენილი, გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს წესივრულ მდგომარეობაში, რაც გადაზიდვისას უზრუნველყოფს მის მთლიანობას.

5. იმპორტულტარიან და ცალკეულ ტვირთს რკინიგზა გადასაზიდად იღებს იმ ტარით (შეფუთვით), რომლითაც ის შემოზიდულია საზღვარგარეთიდან, თუ ტარა (შეფუთვა) უზრუნველყოფს ტვირთის მთლიანობას. საჭიროების შემთხვევაში, ტვირთმიმღები (ტვირთგამგზავნი) რკინიზასთან ათანხმებს ტვირთის გადაზიდვის განსაკუთრებულ პირობებს.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/32.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
