---
title: "მუხლი 314 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/314"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "314"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 314 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 314 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/314

1. ცხოველებით დატვირთული ვაგონების გამყოლთა მოვალეობები განისაზღვრება ტვირთის თანხლებით გადაზიდვის წესით.

2. ტვირთგამგზავნის თხოვნით და მისი ხარჯით გამყოლს შეიძლება გამოეყოს ცალკე ვაგონი.

3. ცხოველთა გადაზიდვისას გამყოლი ვალდებულია, დაარწყულოს ცხოველები სულ ცოტა დღეში ერთხელ – ზაფხულის პერიოდში და ერთხელ ან ორჯერ – გარდამავალ და ზამთრის პერიოდში.

4. იმ სადგურთა ნუსხას, სადაც წარმოებს ცხოველების დარწყულება, შეიმუშავებს რკინიგზა. ასეთი სადგური აღჭურვილი უნდა იყოს ცხოველთა დასარწყულებლად აუცილებელი ინვენტარით (წყლის სვეტი, შლანგი და სხვა მოწყობილობა), რომელიც განლაგებულია სადგურის შესაბამის სარკინიგზო ბაქანზე, ხოლო, მისი არარსებობის შემთხვევაში, სადგური ვალდებულია, უზრუნველყოს წყლის მიწოდება უშუალოდ პირუტყვის ვაგონთან.

5. ცხოველთა ბოლო დარწყულების შემდეგ სადგური ვალდებულია, ცხოველებით დატვირთული ვაგონების გასვლა შეატყობინოს დარწყულების შემდეგ სადგურს. სადგური ვალდებულია, ცხოველთა დარწყულების ან გამყოლის მიერ დარწყულებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშნოს გამყოლის საგზაო ჟურნალში.

6. ცხოველებით დატვირთული ვაგონების მსვლელობის გაუთვალისწინებელი შეფერხებისას სვლის გზაზე, სადგური, მისი სპეციალიზაციის მიუხედავად, ვალდებულია, მიიღოს ყველა საჭირო ზომა ცხოველების დროულად დასარწყულებლად.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/313.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/315.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
