---
title: "მუხლი 324 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/324"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "324"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 324 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 324 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/324

1. ტვირთის ფასი ცხადდება მისი ღირებულებიდან გამომდინარე.

2. ტვირთის ღირებულება განისაზღვრება მისი ფასის მიხედვით, რომელიც აღნიშნულია გამყიდველის ანგარიშში‚ ან გათვალისწინებულია ხელშეკრულებით‚ ხოლო მათი არარსებობისას – იმ ფასიდან გამომდინარე‚ რომელიც შესადარ პირობებში ჩვეულებრივ გადაიხდება ანალოგიური საქონლისთვის.

3. ფასგამოცხადებული ტვირთის გადასაზიდად წარდგენისას ტვირთგამგზავნი, ზედნადებთან ერთად, გაგზავნის სადგურს წარუდგენს ფასგამოცხადებული ტვირთის გადაზიდვის აღწერილობას‚ რომელიც შევსებულია ამ წესების დანართით გათვალისწინებული ფორმით.

4. თუ სხვადასხვა ფასეულობის ტვირთი გადასაზიდად თითო ზედნადებით არის წარდგენილი, განმასხვავებელი ნიშნები‚ ადგილების რაოდენობა და ფასი აღწერილობაში აღინიშნება ცალკე სტრიქონად.

5. ფასგამოცხადებული ტვირთის გადაზიდვის აღწერილობა დგება სამ ეგზემპლარად‚ რომელთაგან ერთი უბრუნდება ტვირთგამგზავნს‚ მეორე – გაიკვრება ვაგონის (კონტეინერის) შიგნით, თვალსაჩინო ადგილას, ან ჩაიდება ერთ-ერთ სატვირთო ადგილში, ტვირთის წვრილმანი გზავნილით გადაზიდვისას‚ ხოლო ნუსხის მესამე ეგზემპლარი რჩება გამგზავნის სადგურს.

6. პირადი (ყოფითი) საჭიროებისთვის განკუთვნილი ფასგამოცხადებული ტვირთი გადასაზიდად წარედგინება რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის წესის შესაბამისად.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/323.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/325.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
