---
title: "მუხლი 33 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/33"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "33"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 33 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 33 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/33

1. ვაგონებში (კონტეინერებში) ტვირთის ჩატვირთვა, განთავსება და დამაგრება უნდა უზრუნველყოფდეს მატარებლის მოძრაობის უსაფრთხოებას, დასატვირთ-გადმოსატვირთი სამუშაოების მექანიზაციის შესაძლებლობასა და ტვირთის, ვაგონების, კონტეინერების მთლიანობას.

2. იმ ტვირთის ნუსხა, რომლის დასატვირთად ვაგონები (კონტეინერები) სპეციალურად მზადდება, მოცემულია ამ წესების დანართში.

3. ტვირთი, რომლის შეფუთვაზეც არის სამანიპულაციო ნიშნები და გამაფრთხილებელი წარწერები, ვაგონებში იტვირთება ამ აღნიშვნებისა და წარწერების დაცვით.

4. ტვირთი ვაგონებსა და კონტეინერებში მაგრდება დადგენილი ტექნიკური პირობებისა და სტანდარტების შესაბამისად. ტვირთის დასამაგრებლად, დასატვირთად და გადასაზიდად აუცილებელი სამარჯვების, მასალების, დაპაკეტების საშუალებების და სხვა მოწყობილობის მოწოდებას უზრუნველყოფს ტვირთგამგზანი, ხოლო მათ დამაგრებას – დამტვირთავი მხარე.

5. აკრძალულია ერთ ვაგონში ისეთი ტვირთის ჩატვირთვა, რომელმაც თავისი თვისებების გამო შეიძლება დააზიანოს ან გააფუჭოს სხვა ტვირთი.

7. ვაგონის კართშორის სივრცეში ტარიან-ცალეული ტვირთი უნდა განთავსდეს კარსა და ტვირთს შორის სულ ცოტა 25 სმ დაშორებით.

8. ტვირთი ვაგონებში (კონტეინერებში) უნდა ჩაიტვირთოს მისი დატვირთვის ტექნიკური ნორმების დაცვით, ხოლო, თუ ტექნიკური ნორმები დადგენილი არ არის – ვაგონის (კონეტინერის) სრულ ჩატვირთვამდე, მაგრამ არა უმეტეს ვაგონის ან კონტეინერის ტრაფარეტზე მითითებული ტვირთამწეობისა.

9. აკრძალულია ორ მეტრზე მეტი სიმაღლის ტვირთის ჩატვირთვა დახურულ ვაგონში საერთო სარგებლობის ადგილებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ტვირთის გადმოტვირთვას საერთო სარგებლობის ადგილებში უზრუნველყოფს ტვირთმიმღები.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/34.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
