---
title: "მუხლი 35 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/35"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "35"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 35 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 35 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/35

1. გადასაზიდად ტვირთის წარდგენისას ტვირთგამგზავნი ზედნადებში მიუთითებს მის წონას, ხოლო ტარიან-ცალეული ტვირთის გადაზიდვისას – აგრეთვე სატვირთო ადგილების რაოდენობას.

2. აკრძალულია ტვირთის წონის განსაზღვრა გაანგარიშებით ან ტვირთის აზომვით, თუ მისი ჩატვირთვა ვაგონების (კონტეინერების) სრულ შევსებამდე გამოიწვევს მათი ტვირთამწეობის დაშვებული ნორმების გადამეტებას.

3. არ დაიშვება ნაყარი და მარცვლეული ტვირთის წონის განსაზღვრა აზომვით ან პირობითად, თუ იგი გადაიზიდება საზღვაო ნავსადგურებისა და სარკინიგზო სასაზღვრო გადამცემი სადგურის გავლით, არაპირდაპირი საერთაშორისო მიმოსვლით.

4. ტვირთის მასას განსაზღვრავს:
ა) რკინიგზა – თუ დატვირთვა ხორციელდება საერთო სარგებლობის ადგილებში;
ბ) ტვირთგამგზავნი – თუ დატვირთვა ხორციელდება არასაერთო სარგებლობის ადგილებში.

5. ერთი ზედნადებით წარდგენილი ტვირთის საერთო წონა, რომელიც უნდა გადაიზიდოს ვაგონით (კონტეინერით), განისაზღვრება თითოეულ სატვირთო ადგილზე მითითებული ტრაფარეტის მიხედვით, სტანდარტული წონით, აგრეთვე გაანგარიშების გზით და აზომვით.

6. ტრაფარეტის საფუძველზე, სტანდარტის მიხედვით, გაანგარიშებით ან აზომვით ტვირთის წონას განსაზღვრავს ტვირთგამგზავნი. თუ ტვირთგამგზავნს არ აქვს ვაგონის სასწორი, ტვირთის წონა შეიძლება განისაზღვროს რკინიგზის სასწორით, ტვირთგამგზავნის ხარჯით.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/36.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
