---
title: "მუხლი 355 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/355"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "355"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 355 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 355 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/355

1. დანიშნულების სადგურში ტვირთმიმღებს ტვირთი გადაეცემა მას შემდეგ‚ რაც იგი გადაიხდის ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების საფასურს.

2. ტვირთის გაცემის დასტურია საგზაო უწყისში ტვირთმიმღების ხელმოწერა. იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ტვირთი ჩამოიტვირთა რკინიგზის საშუალებით საერთო სარგებლობის ადგილებში – ტვირთის ფაქტობრივი გაცემის დასტურად და თარიღად მიიჩნევა დანიშნულების სადგურის უფლებამოსილი მუშაკის აღნიშვნა ზედნადების მეორე მხარეს‚ გრაფაში „ტვირთის გატანა“‚ ხოლო თუ ასეთი გრაფა არ არის – ანალოგიური აღნიშვნა გრაფაში „აღნიშვნები ტვირთის გაცემის შესახებ“. აღნიშვნა მოწმდება სადგურის შტემპელით;
ბ) ტვირთი ჩამოიტვირთა ტვირთმიმღების საშუალებით საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში, ან ვაგონები ჩამოყენებულია რკინიგზის ლოკომოტივით რკინიგზის მისასვლელი ლიანდაგის გადმოტვირთვის ადგილებში – ტვირთის ფაქტობრივი გაცემის დასტურია ტვირთმიმღების ხელმოწერა მიმღებ-ჩამბარებლის სამახსოვროს შესაბამის გრაფაში;
გ) ვაგონის მიწოდება-გამოყვანა რკინიგზის მისასვლელ ლიანდაგზე გადმოტვირთვისას განხორციელდა იმ ლოკომოტივით, რომელიც რკინიგზას არ ეკუთვნის – ტვირთის ფაქტობრივი გაცემის დასტურია ტვირთმიმღების ხელმოწერა მიმღებ-ჩამბარებლის სამახსოვროს შესაბამის გრაფაში.

3. იმ ვაგონების (კონტეინერების) გადაცემისას‚ რომელშიც მოთავსებული ტვირთი ექვემდებარება გაცემას რკინიგზის მონაწილეობით‚ მიმღებ-ჩამბარებლის სამახსოვროში ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მეორე დოკუმენტში აღინიშნება გარემოება‚ რომელიც ადასტურებს რკინიგზის მონაწილეობის აუცილებლობას ტვირთის გაცემაში (საერთო ფორმის აქტი‚ კომერციული აქტი). ამ შემთხვევაში, ტვირთის ფაქტობრივი გაცემის დასტურია რკინიგზის წარმომადგენლის აღნიშვნა ზედნადებში, ამ წესებით გათვალისწინებული ტვირთის გაცემის შედეგის შესახებ.
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №1-1/1524 – სსმ III, №4, 10.01.2007წ., მუხ.30

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/354.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/356.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
