---
title: "მუხლი 356 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/356"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "356"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 356 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 356 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/356

1. თუ ტვირთმიმღები თავს არიდებს ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების საფასურის გადახდას‚ რკინიგზას უფლება აქვს‚ დააკავოს ტვირთი და ამის თაობაზე წერილობით შეატყობინოს ტვირთმიმღებს‚ რომელმაც შეტყობინების მიღებიდან 4 დღის განმავლობაში უნდა დაფაროს დავალიანება. თუ ამ ვადაში ტვირთმიმღები არ მიიღებს ზომებს ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების საფასურის გადასახდელად‚ ხოლო ტვირთგამგზავნი არ განკარგავს ტვირთს‚ რკინიგზას უფლება აქვს‚ მოახდინოს დაკავებული ტვირთის რეალიზაცია (თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული)‚ გარდა:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბრუნვიდან ამოღებული ან ბრუნვაშეზღუდული ტვირთისა;
ბ) სპეციალური‚ მათ შორის სამხედრო დანიშნულების ტვირთისა‚ რომელიც განკუთვნილია სახელმწიფო და თავდაცვითი საჭიროების დასაკმაყოფილებლად;
გ) ტვირთისა‚ რომლის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების საფასურის გადახდა ხდება დანიშნულების სადგურში‚
2. საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის რეალიზაციას რკინიგზა ახორციელებს იმ საბაჟო ორგანოს ნებართვით‚ რომლის საქმიანობის რეგიონშიც იმყოფება სადგური.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/355.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/357.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
