---
title: "მუხლი 362 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/362"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "362"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 362 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 362 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/362

1. ტვირთმიმღები ვალდებულია‚ მიიღოს მისი მისამართით მიტანილი ტვირთი.

2. ტვირთმიმღებს შეუძლია უარი განაცხადოს ტვირთის მიღებაზე მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.

3. თუ ტვირთი გაფუჭდა ტვირთმიმღების მიერ ტვირთის დაგვიანებით ჩადმოტვირთვა-გატანის ან მისასვლელ (სადგურის) ლიანდაგზე ვაგონების დაყოვნების გამო, მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის მიზეზით‚ აღნიშნული პირები პასუხს აგებენ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. დანიშნულების სადგურში მიტანილი ტვირთი და კონტეინერები‚ რომელიც გადმოიტვირთება და გაიცემა საერთო სარგებლობის ადგილებში‚ 24 საათის განმავლობაში უფასოდ ინახება დანიშნულების სადგურში.

5. თუ ვაგონები‚ მათ შორის‚ კონტეინერებით დატვირთული ვაგონები, ტვირთმიმღების საშუალებით გადმოსატვირთად მიწოდებულია სადგურის საერთო ან არასაერთო სარგებლობის ადგილებში ან მისასვლელ ლიანდაგზე, რკინიგზის ლოკომოტივით, მაშინ ვაგონების (კონტეინერების) გადაცემა ხდება უშუალოდ გადმოტვირთვის ადგილებში. თუ ვაგონები (კონტეინერები) ტვირთმიმღების მიერ გადმოიტვირთება იმ მისასვლელ ლიანდაგზე‚ რომელსაც ემსახურება სხვა პირთა ლოკომოტივი‚ მაშინ ვაგონები (კონტეინერები) გადაიცემა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სარკინიგზო გადასაყენებელ ლიანდაგზე.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/361.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/363.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
