---
title: "მუხლი 37 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/37"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "37"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 37 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 37 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/37

1. გადასაზიდი ტვირთის ასაწონად რკინიგზას – საერთო სარგებლობის ადგილებში და ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) – არასაერთო სარგებლობის ადგილებში, უნდა ჰქონდეთ საჭირო რაოდენობის საწონი ხელსაწყოები.

2. საწონი ხელსაწყოები ექვემდებარება აუცილებელ შემოწმებასა და დადამღვას სტანდარტის მიხედვით.

3. რკინიგზას შეუძლია, ხელშეკრულების საფუძველზე გაუწიოს ტექნიკური მომსახურება (საუწყებო კონტროლი, რემონტი, საკონტროლო შემოწმება) ტვირთმიმღების, ტვირთგამგზავნისა და სხვა უფლებამოსილ პირთა საწონ ხელსაწყოებს.

4. ტვირთი ვაგონის სასწორზე იწონება გაჩერებულ მოხსნილ ან მოუხსნელ ვაგონში. ტვირთის აწონვა ვაგონის მოძრაობისას დაიშვება საგანგებოდ ასეთი აწონვისათვის განკუთვნილი ვაგონის სასწორით. თხევადი ტვირთით დატვირთული ცისტერნების მოძრაობისას დაუშვებელია აწონვა ურიკების ან ღერძების მიხედვით.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/38.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
